გიორგი გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა საქართველოს ისტორიის სიმბოლო
გიორგი გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა საქართველოს ისტორიის სიმბოლო
13:45 14.10.2019
სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის საქართველოს ისტორიის სიმმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში განაცხადა.
მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია, საიდანაც მან სვეტიცხოვლობის დღესასწაული სრულიად საქართველოს მიულოცა.


"თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს და ჩემთვის დიდი პატივია, მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
ბეჭდვა