დღეს, 13 ოქტომბერს, ჯივიპი მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მედია ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ღრმაღელეს საფილტრე სადგურზე იმყოფებიან. კომპანიის წარმომადგენლები
ჟურნალისტებს დეტალურად უყვებიან დედაქალაქის წყალმომარაგებისთვის ნედლი წყლის მოპოვებისა და სასმელ წყლამდე დაყვანის პროცესს. მედიის წარმომადგენლებმა წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორიაც დაათვალიერეს, სადაც სასმელი წყლის კონტროლი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მედია ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები მოინახულებენ ნატახტრის წყალსადენს, ბოდორნას წყალმიმღებსა და ჟინვალის წყალსაცავს.
