„სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სტუნდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნიკა მემანიშვილმა განუცხადა, დღევანდელი აქციით ისინი სტუდენტების მოსყიდვის მცდელობის ფაქტს აპროტესტებენ.
მისი თქმით, საქმე სტუნდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა summer job-ს ეხება.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს არა დასაქმების, არამედ უსაქმურობის პროგრამა იყო, რადგან მასში მონაწილე სტუნდეტთა უმრავლესობამ ანაზღაურება უსაქმურობაში აიღო“ - განაცხადა მემანიშვილმა.
მისი შეფასებით, აღნიშნული პროგრამა ხელისუფლების მხრიდან სტუნდენტთა მოსყიდვის მცდელობას წარმოადგენდა.
„ამის ნათელი მაგალითი პრეზიდენტის სიტყვებია, რომელმაც ურეკში summer job-ის მონაწილე სრუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ მათ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილოება მიიღეს, მაშინ მხარი დღევანდელ ხელისუფლებას უნდა დაუჭირონ“ - აღნიშნა მემანიშვილმა.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტის სიტყვები უსამართლობაა, სტუდენტები კი, ის თაობა არ არის, რომელიც მსგავს უსამართლობას შეეგუება.
როგორც აქციის სხვა მონაწილეები აცხადებენ, საქართველოში დღეს ნიჭიერი და ეროვნულობით აღსავსე სტუდენტები ცხოვრობენ, ამიტომ, მათ მოსყიდვას ხელისუფლება ვერ შეძლებს და სტუდენტები არჩევნებში მხარს მმართველ გუნდს არ დაუჭერენ.
სტუდენტთა საზაფხული დასაქმების პროგრამა summer job მთელი საქართველოს მასშტაბით 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 25 ათასმა სტუდენტმა მიიღო, რომელთაც ანაზღაურების სახით 500 ლარს გადაუხდიან.
