თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
11:33 23.08.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის  მიზეზი დიღმის ველზე გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გახდა.

აღნიშნულის გამო, დღეს 11:00 საათიდან 24 აგვისტოს 11:00 საათამდე წყალმომარაგება სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, „სასოფლოს“ და ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიის დასახლებებს, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „ფარმაკოქიმიას“ შეუწყდა.

წყალი, ასევე, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს არ მიეწოდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით ვეძისის დასახლება, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათი მიმდებარე ქუჩები, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილი მიიღებენ.

კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, 20:00 საათამდე წყალი არ მიეწოდება ისანი-სამგორის რაიონში ლილოს დასახლების მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსს.

ხევძმარის ქუჩაზე წყლსადენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, სავარაუდოდ, 18:00 საათამდე წყალი ხევძმარის ქუჩას არ მიეწოდება.

მოსკოვის გამზირის N44-თან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის გამო კი, წყალმომარაგება, სავარაუდოდ 18:00 საათამდე მოსკოვის გამზირის N44-სა და მიმდებარე ნომრებს შეუწყდა.

მეტრომშენის დასახლებაში დურმიშიძის ქუჩა N11-თან მომხდარი დაზიანების გამო, სავარაუდოდ, 18:00 საათამდე წყალს დურმიშაძისა და მიმდებარე ქუჩები არ მიიღებენ.

ბეჭდვა