EURAXESS-ში გაწევრიანებასთან დაკაშირებით, აკადემიური და სამეცნიერო წრეების
წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უმნიშვნელოვანესი უწოდა იმ ფაქტს, რომ მსხვილ ევროპულ ფონდებთან და გრანტებთან ქართველი მეცნიერებისთვის , მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერების ხელმისაწვდომობა ექნებათ:
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს EURAXESS -ში გაწევრიანება, ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული განათლების ერთიან სივრცეში გაწევრიანებისკენ. არსებობს ბევრი ევროპული პროგრამა, რომელებიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის. მაგალითად, Horizon2020 და მომავალი Horizon ევროპა. ეს არის მსოფლიოში მეცნიერების უდიდესი დამფინანსებელი ფონდები. ძალიან კარგია, რომ ბევრი ქსელური პროგრამაა საქართველოში. მათ შორის, ევროპის აკადემიის ჰაბი და EURAXESS, რასაკვირველია. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ქართველი მეცნიერებისთვის და რა თქმა უნდა მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მსხვილი ევროპული ფონდები და გრანტები" – განაცხადა თსუ-ს რექტორმა გია შარვაშიძემ თსუ-ში შეხვადრაზე.
რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
ნუგზარ შავლაყაძეც მიიჩნევს, რომ EURAXESS-ში გაწევრიანება საქართველოს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მეცნიერების ევროპული ინტეგრაციისთვის და მისი შემდგომი განვითარებისთვის:
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამაში შესაძლებელია ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობა, რაც ჩვენი მართლაც უნიკალური შანსია ევროსივრცეში ინტეგრაციისთვის. ეს რა თქმა, უნდა ხელს შეუწყობს მეცნიერების წინსვლას და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი მეცნიერების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას. მივესალმებით ამ სერიოზულ ნაბიჯს, რომელიც სამინისტროს მხრიდან გადაიდგა. მჯერა, ქართველი მეცნიერები დიდი მონდომებითა და ყურადღებით ჩაერთვებიან ამ პროგრამაში. უნდა გამოვიყენოთ ეს მართლაც უნიკალური შანსი და ჩვენი სახე უნდა ვაჩვენოთ მთელს ევროპულ სივრცეს" - განაცხადა ნუგზარ შავლაყაძემ.
