„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელები, მთავრობისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დღეს კვარტლურ ანგარიშს წარუდგენენ
„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელები, მთავრობისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დღეს კვარტლურ ანგარიშს წარუდგენენ
17:45 03.10.2019
ჭიათურის მუნიციპალიტეტში დღეს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელი პირები, მთავრობის კაბინეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კომპანიის მიერ განხორციელებულ კვარტლურ ანგარიშს წარუდგენენ.

კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე; პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი; სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში, ზვიად შალამბერიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება 13:00 საათზე, ჭიათურაში, ე.წ. "ცოფის" ტერიტორიაზე გაიმართება.

ბეჭდვა