თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
09:25 23.08.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი  10-დან 14 საათამდე ბაქრაძის, ხოშარაულის, აგლაძის, სტანისლავსკის ქუჩებს, დაბა წყნეთში გურამიშვილის, წყნეთის და ახალდაბის ქუჩებს გაეთიშება.

ენერგომომარაგება 10-დან 15 საათამდე ყაზბეგის გამზირის ნაწილს, გლდანის მასივის II მიკრორაიონს და ქერჩის ქუჩას, ხოლო 10-დან 16 საათამდე წერეთლის გამზირის ნაწილს არ მიეწოდება.

10-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ხოლო 10-დან 18 საათამდე ნაკადულის ქუჩას შეეზღუდება.

შეზღუდვა 11-დან 18 საათამდე ხორნაბუჯის ქუჩას, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელი დიღმის ნაწილს, მირიან მეფის და პეტრე იბერის ქუჩებს, ჭიჭინაძის ქუჩას შეეხება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში შუქი ირაკლი აბაშიძის და რაზმაძის ქუჩებს გაეთიშება.

ბეჭდვა