გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
10:10 03.10.2019
დიდ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

დიდუბის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება თავად კომპოზიტორის სურვილი და ანდერძი იყო.

მსოფლიოში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ბეჭდვა