თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
16:45 22.08.2012
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, წყლის შეწყვეტის  მიზეზი დიღმის ველზე გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე გადაუდებელი საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა.

კომპანიის ინფორმაციით, ხვალ 11:00 საათიდან 24 აგვისტოს 11:00 საათამდე წყალმომარაგება სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, „სასოფლოს“ და ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიის დასახლებებს შეუწყდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაშლიჯვარში - „ფარმაკოქიმიას“, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს არ მიეწოდება.

ამავე პერიოდში ვეძისის დასახლება, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათი მიმდებარე ქუჩები, ვაჟა-ფშაველას გამზირი - თამარაშვილის ქუჩამდე და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი წყალს დაბალი წნევით მიიღებს.

საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.

ბეჭდვა