თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება
09:54 30.09.2019
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება.

Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

ღონისძიების შესახებ პრესკონფერენციაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილემ საქართველოში ალექსანდრა ქოულიმ და Startup Grind Tbilisi-ის დირექტორმა კოლინ დონოჰიუმ ისაუბრეს.
ბეჭდვა