27 სექტემბერს ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ გაიხსნება
  27 სექტემბერს ეროვნულ გალერეაში გამოფენა „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“  გაიხსნება
19:55 25.09.2019
27 სექტემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიხსნება გამოფენა "ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე" - იტალიური მხატვრობის სამ საუკუნე – გვიანი რენესანსიდან როკოკომდე.

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება და წარმოდგენილი იქნება ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვანი ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 ნამუშევარი.

დამთვალიერებელი გაეცნობა XVI-XVIII საუკუნეების ჩრდილოეთ იტალიაში არსებული ფერწერის ძირითად სკოლებს – ბოლონიიდან (ჯუზეპე მარია კრესპი) გენუამდე (ჯოვანი ბატისტა პაჯი, ჯოაკინო ასერეტო, ჯოვანი ფრანჩესკო კასტილიონე) და ლომბარდიიდან (პიერ ფრანჩესკო მაცუკელი და პიერ ფრანჩესკო ჩიტადინი) ვენეტომდე (ბონიფაჩო დე' პიტატი, კარლო კალიარი, ფრანჩესკო მაფეი, ნიკოლა გრასი). ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს იმდროინდელი მხატვრობის ძირითადი მიმდინარეობებისა და ჟანრების – პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის – ვრცელ პანორამას. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, მასში წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ესკიზები. გამოფენა "ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე" პროგრამა "Vივერე ALL"იტალიანა"-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გამოფენები საქართველოში 150.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა.

იტალიური ხელოვნების გამოფენების ციკლი საქართველოში ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ქართული მხრიდან ეს ინსტიტუციებია - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი; იტალიური მხრიდან კი - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის საელჩო საქართველოში.
გამოფენა მომზადდა იტალიურ კომპანია Gლოცალ Pროჯეცტ ჩონსულტინგ-თან ერთად.


გამოფენა 17:00 საათზე გაიხსენბა.





ბეჭდვა