"შერატონ პალასში" კინო და ტელეოპერატორების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
"შერატონ პალასში" კინო და ტელეოპერატორების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
15:52 25.09.2019
26-27 სექტემბერს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალს "ოქროს თვალი" - სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს.

ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებს საერთაშორისო დონის ექსპერტები როჯერ სიმონსი და ჯონ ჰენშალი ჩაატარებენ. როჯერ სიმონსი არაერთი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის მთავარი ოპერატორია, ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმებზე როგორიცაა: "ეშმაკი ატარებს პრადას" და სერიალზე "სექსი დიდ ქალაქში". მასტერ კლასის თემა იქნება "კადრები კადრებს მიღმა"; ჯონ ჰენშალი კი "ეპი ცენტრის" აღმასრულებელი და მმართველი დირექტორია და იგი წლების განმავლობაში BBჩ-ს ოპერატორი იყო.
გამოფენა 10:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა