საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ბოსნია-ჰერცოგოვინა 96:95 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ბოსნია-ჰერცოგოვინა 96:95 დაამარცხა
11:31 22.08.2012
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ბოსნია-ჰერცოგოვინა სტუმრად 96:95 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით 54:38 დასრულდა. ბოსნიამ მესამე მეოთხედში ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა, რომელიც თამაშს აკონტროლებდა, ამ პერიოდის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, მეტოქეს 17 ქულით გაასწრო.

მანუჩარ მარკოიშვილმა და ზაზა ფაჩულიამ ბოლო მეოთხედში 6-6 ქულა მოაგროვეს, ხოლო ჯეიკობ პულენმა - 5. მატჩის დასრულებამდე 37 წამით ადრე სანიკიძემ 4 ქულამდე გაზარდა სხვაობა, მაგრამ მასპინძელთა ლიდერმა მირზა ტელეტოვიჩმა რამდენიმე წამში სამქულიანი სროლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თამაში 95:96-ით დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს შემდეგი შეხვედრა 24 აგვისტოს აქვს. ქართველი კალათბურთელები სპორტის სასახლეში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ბეჭდვა