ლეღვის ნახარშით დამწვრობით 21 წლის გოგონა მკურნალობს
ლეღვის ნახარშით დამწვრობით 21 წლის გოგონა მკურნალობს
11:27 22.08.2012
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს.

21 წლის გოგონას სხეულის 35% აქვს დამწვარი. მან დამწვრობა რაიონში მეგობართან სტუმრობისას მიიღო.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტმა ლეღვის ნახარში სხეულზე გარუჯვის მიზნით გადაივლო და მცხუნვარე მზეზე დაწვა.

მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ექიმების თქმით, ეს მიმდინარე წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობით მოთავსებული მე-15 პაციენტია, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა.

რეფერალურ საავადმყოფოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის დიაგნოზით ასევე, 21 წლის გოგონა 17 აგვისტოს მოათავსეს.

ბეჭდვა