ევროკომისიის წარმომადგენელი: მისასალმებელია ის მასშტაბური რეფორმები, რომელიც ქართულ განათლების სისტემაში მიმდინარეობს
ევროკომისიის წარმომადგენელი: მისასალმებელია ის მასშტაბური რეფორმები, რომელიც ქართულ განათლების სისტემაში მიმდინარეობს
21:14 23.09.2019
საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ბრიუსელში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და ინსტიტუციების მშენებლობის დირექტორატის ხელმძღვანელს ლოურენს მერედიტს შეხვდა და ევროპული სკოლის პროექტისა და ევროპული მოდელის საჯარო სკოლებში დანერგვის საკითხები განიხილა.

„მრავალთვიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ, მოხარული ვარ აქ, ბრიუსელში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ვუმასპინძლო. ჩემი აზრით, შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მნიშვნელოვანია. გასულ კვირას შედგა ევროკომისარ ჰანის არაჩვეულებრივი ვიზიტი თბილისში, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპული სკოლის მეორე ეტაპი დაიწყო. მოხარული ვარ, რომ თქვენი მთავრობის პრიორიტეტი განათლებაა, რაც არაერთხელ დაადასტურეთ, მათ შორის ბრიუსელში თქვენი დელეგაციის ვიზიტისას. მისასალმებელია ის მასშტაბური რეფორმები, რომელიც საქართველოში განათლების სისტემაში მიმდინარეობს. გეზი, რომელიც თქვენ გაქვთ არჩეული, მომავალი თაობის განათლებაში ინვესტიციის ჩადება, აბსოლუტურად სწორი გზაა“ - განაცხადა ლოურენს მერედიტი.

ბეჭდვა