მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია
მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია
09:37 22.08.2012
მარშალ გელოვანის გამზირზე 25 აგვისტოს ჩათვლით, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდულია.

როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით დაწესდა, რადგან მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი გვირაბი შენდება.

მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ბაქრაძის ქუჩის გავლით ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან.

მარშალ გელოვანის გამზირზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.



ბეჭდვა