ბახმაროში პირველმა თოვლმა პრობლემები შექმნა
ბახმაროში პირველმა თოვლმა პრობლემები შექმნა
14:17 22.09.2019
ჩოხატაურის რაიონში, ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა.

თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრამდე აღწევს.

თოვლმა პრობლემები შექმნა კურორტზე. 35 ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შეზღუდულია მოძრაობა, რის გამოც ბარში ჩამოსვლა ვერ ხერხდება.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, გზის გამწმენდი სამუშაოები მიმდინარეობს.
ბეჭდვა