მარშალ გელოვანის გამზირზე დღეიდან მოძრაობა იზღუდება
მარშალ გელოვანის გამზირზე დღეიდან მოძრაობა იზღუდება
19:43 21.08.2012
მარშალ გელოვანის გამზირზე დღეიდან, 25 აგვისტოს ჩათვლით, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა იზღუდება.

როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით წესდება, რადგან მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ბაქრაძის ქუჩის გავლით ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

მარშალ გელოვანის გამზირზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

ბეჭდვა