დოლიძის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე ორ კაცს
დაეცა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ქარი დიდი სისწრაფით უბერავდა, გადატეხა ალვის ხე და სწორედ ეს ხე დაეცა სკამზე მსხდომებს.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს მხოლოდ ნაკაწრი აქვთ.
შეგახსენებთ, დღეს ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 25 შეტყობინება შევიდა. აქედან, მხოლოდ ერთ შემთხვევას მოჰყვა მოქალაქეების დაშავება.
