ქარისგან მოგლეჯილმა ხემ თბილისში ავტომანქანა დააზიანა
ქარისგან მოგლეჯილმა ხემ თბილისში ავტომანქანა დააზიანა
16:47 21.09.2019

დედაქალაქში, წმინდა ბარბარეს დასახლებაში, ძლიერმა ქარმა ხე

მოგლიჯა.

შემთხვევა ნაკადულის ქუჩაზე მოხდა.

მოგლეჯილმა ხემ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესს" შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, მომხდარის შედეგად დაზიანდა ერთი ავტომობილი.

ამ დროისათვის ნაკადულის ქუჩის პირველ გასასვლელში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.


 

ბეჭდვა