საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
15:35 20.09.2019
21-22 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის დაკლება, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ბეჭდვა