დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ შუქი გაეთიშება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგია
10-დან 18 საათამდე ვარკეთილის მასივის VI კვარტალს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს, დაბა წყნეთს, ინწკირველის, კახიანის და მიმდებარე ქუჩებს, ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
10-დან 18 საათამდე ენერგომომარაგება ასევე, სამტრედიის და მიმდებარე ქუჩებს, კოტე აფხაზის, ღვინის, ლესელიძის, გრიგოლ ხანძთელის, თონეთის, იერუსალიმის, ბერიძის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ამავე პერიოდში შუქი ლიბანის, ბარალეთის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ბარნოვის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 11-დან 17 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, უზნაძის ნაწილს, რომის, კოლხეთის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
