ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი, მწერლის შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი სამსახურიდან მის გათავისუფლებას
პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. ამის შესახებ რაზიკაშვილმა „ნიუსპრესს“ თავად განუცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სამსახურიდან ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო გამათავისუფლეს. ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეზე ჩარგალში მე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ვუმასპინძლე“ - განაცხადა რაზიკაშვილმა.
იგი განმარტავს, რომ სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს.
„კულტურის სამინისტროს ჩემთვის აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი უცნობებია, გათავისუფლების შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვე“-განაცხადა რაზიკაშვილმა.
ლელა რაზიკაშვილის განცხადებით, მუზეუმის ახალ დირექტორად მისი გიდი თამარ რაზიკაშვილი დანიშნეს, რომელიც ასევე ვაჟა-ფშაველას შთამომავლად ითვლება.
