ვოლფგანგ ჰერმანი: მეამაყება, რომ აქ ვარ და ახალი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ
ვოლფგანგ ჰერმანი: მეამაყება, რომ აქ ვარ და ახალი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ
19:25 18.09.2019
„მეამაყება, რომ აქ ვარ და ახალი უნივერსიტეტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის - დაფუძნებაში ვმონაწილეობ“ - განაცხადა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა, რომელიც დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს.

როგორც ვოლფგანგ ჰერმანმა აღნიშნა, დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საერთაშორისო და დისციპლინათშორისი უნივერსიტეტი უნდა იყოს, რადგან ჩვენს დროში მიმზიდევლი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსა და ცხადია, განსაკუთრებით ამ რეგიონის ახალგაზრდობისათვის“ - განაცხადა ჰერმანმა.

ბეჭდვა