„ერეკლე მეორის საზოგადოება“ რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის
„ერეკლე მეორის საზოგადოება“ რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის
15:32 21.08.2012
„ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ხვალ ჟურნალისტებს თხოვნის წერილს გააცნობს, რომელიც რუსეთის პატრიარქ კირილს გადაეგზავნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ საერთაშორისო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ თბილისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ „ერეკლე მეორის საზოგადოებიდან“ აცნობეს, დოკუმენტი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორიის სრული დაშლისკენ მიმართული პროცესების შეწყვეტის თხოვნას შეიცავს.

„ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული პროცესები ანტიისტორიულ, არაჰუმანურ და არაკანონიერ ხასიათს ატარებს, რამაც საბოლოოდ შესაძლოა, ტრადიციული მართლმადიდებლური ღირებულებების შელახვა გამოიწვიოს.

ხვალინდელ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს „ერეკლე მეორის საზოგადოების“ წევრები, საზოგადოების თავმჯდომარე და საზოგადო მოღვაწეები უპასუხებენ, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტს აწერენ ხელს.

ბეჭდვა