ლანჩხუთში რკინიგზის სადგურთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ლანჩხუთში რკინიგზის სადგურთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
15:46 13.09.2019
ლანჩხუთის რკინიგზის სადგურთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო.

მოსამზადებელი სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს.

მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთობლივად დაათვალიერეს.

ხიდის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.
ბეჭდვა