კანდელაკის ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტება
კანდელაკის ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტება
17:27 09.09.2019
თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მოძრაობა 11 სექტემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.
განცხადებას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კანდელაკის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს.

დღეს, 20:00 საათიდან 11 სექტემბრის 07:00 საათამდე კანდელაკის ქუჩა გადაიკეტება. ამ პერიოდში დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა“-ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა