Euroscience -ის გენერალური მდივანი რუსთაველის ფონდთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს
Euroscience -ის გენერალური მდივანი რუსთაველის ფონდთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს
16:04 09.09.2019
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუციებთან - ESF-სა და Euroscience -თან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე Euroscience -ის - გენერალური მდივანი მათიას გიროდი საუბრობს:

„ჩემი აზრით, Euroscience-სა და საქართველოს შოთა რუსთაველის ფონდს შორის კოლაბორაცია ორი მხარისთვის მომგებიანია. ერთის მხრივ, ჩვენთვის ხელსაყრელია, რომ ჩვენი ორგანიზაცია წარმოდგენილი იყოს და ფარავდეს მთელ ევროპას - და რა თქმა უნდა ეს ეხება საქართველოს. ხოლო მეორეს მხრივ, ქართველ მეცნიერებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ევროპის სამეცნიერო ქსელში ჩართულობა, კავშირი ევროპელ მეცნიერებთან და სხვა ინსტიტუციებთან. ასევე უზრუნველვყობთ ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარების მონაწილეობას სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებში. ჩემი აზრით, ჩვენ ერთმანეთს დიდი დახმარებას გავუწევთ მეცნიერების სფეროს განვითარებაში.“

Euroscience-ი წარმოადგენს ევროპელ მკვლევართა არაკომერციულ ასოციაციას, რომელიც ორიენტირებულია მეცნიერების პოპულარიზაციასა, ევროპულ დონეზე სამეცნიერო კომუნიკაციებისა და თანამშრომლობის წახალისებაზე.

ბეჭდვა