სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
10:59 21.08.2012
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი აბულაძე საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში გუშინდელი სტიქიის  შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინიტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ განადგურებული სავარგულები პირადად დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მოსახლეობასთან შეხვედრისას აბულაძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სოფლის მეუნეობის სამინისტროს ცნობით, შექმნილია სპეციალური კომისია და ყველა დაზარალებული კომპენსაციას მიიღებს.

20 აგვისტოს კახეთი სიტიქიამ კიდევ ერთხელ აზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბადიაურში, კაკაბეთში, ვერხვიანსა და ყანდაურაში ვენახები და სხვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა.

ბეჭდვა