ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართება
ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართება
10:53 21.08.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე ბიზნესის ფაკულტეტზე დანერგილი სწავლების ინოვაციურ ფორმებს და იმ ახალ პროექტებს განიხილავენ, რომელთა განხორციელებასაც ფაკულტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყებისას გეგმავს.

პრეზენტაციაზე ბიზნესის ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულ ინოვაციურ სასწავლო კურსებს წარადგენენ. ასევე, ის სასწავლო კურსებიც, რომლებსაც ბიზნესის ფაკულტეტი ისეთ პარტნიორებთან ერთად, განახორციელებს, როგორებიც Forbes Georgia, BDO, კომერსანტი და სხვები არიან.

დღესვე, ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები ფაკულტეტზე შექმნილი ახალი სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე - „ახალი შესაძლებლობა“ ისაუბრებენ.

პროგრამის ფარგლებში, მუშავდება პროექტი, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაციებში ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს.

ბეჭდვა