ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან
გამომდინარე, 8 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე, N90 ავტობუსი თბილისის ქუჩისა და ეკლესიის მიმართულებით იმოძრავებს ოქროყანის ზედა დასახლების მხრიდან, ინოვაციების ქუჩიდან - ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!
