თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
09:28 21.08.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს საღამოდან წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ  ფაუერიდან“ აცნობეს, დავით აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთაზე წყალსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, წყალმომარაგება 22:00 საათიდან 22 აგვისტოს 09:00 საათამდე წერეთლის გამზირს მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.

ამავე პერიოდში შეზღუდვა დავით აღმაშენებლის გამზირს მიმდებარე ქუჩებით, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ხეთაგუროვის, ჩუბინაშვილის, თევდორე მღვდლის, ჩანტლაძის, რობაქიძის #7-სა და მათ მიმდებარე ქუჩებს შეეხება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყლის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ბეჭდვა