მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, უმაღლესი განათლების დაფინანსების
მოდელზე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა:
„უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მიმართულებით, მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია. დაფინანსების ახალი მოდელი რაოდენობრივი მაჩვენებლიდან ხარისხობრივ მაჩვენებელზე გადავა და ორიენტირებული იქნება შედეგებზე. აქტიურად ვიმუშავეთ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად, ძალიან ბევრი მოდელირება გავაკეთეთ მომავალი გათვლების, მნიშვნელოვანია რომ დავეზღვიოთ რისკებისგან, რომლებიც შეეხება უნივერსიტეტების ფინანსურ მდგრადობას. მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია, შემოდგომიდან გადავალთ აქტიურ კომუნიკაციაზე, ვაპირებთ აქტიურ თანამშრომლობას ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან“.
