საქართველოს ჩემპიონის წარმატება ევროტურნირზე
საქართველოს ჩემპიონის წარმატება ევროტურნირზე
15:43 04.09.2019
«თელასი“-ს გუნდმა ფუტსალში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პრელიმინარების რაუნდის ყველა მატჩი მოიგო და შერჩევით მატჩებში (მეინ რაუნდებში) თამაშის უფლება მოიპოვა.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პრელიმინარებმა სტარტი 27 აგვისტოს აიღო და 1 სექტემბერს დასრულდა. თამაშები ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართა.

«თელასი“-ს გუნდი, რომელიც ევროტურნირზე „ჯორჯიანს“-ის სახელით ასპარეზობს, წილისყრის შედეგად H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ისრაელის „მაქაბი“ და ბულგარული „ვარნა სიტი“ გახდნენ.

თავისი პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე „თელასი“-ს გუნდმა ისრაელის „მაქაბთან“ ითამაშა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 8:0 სძლია.

მეორე მატჩი ქართველმა „ენერგეტიკოსებმა“ მასპინძელ „ვარნა სიტის“ მოუგეს ანგარიშით 4:3 და საერთო ჯამში 6 ქულის დაგროვებით H ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპი 8-13 ოქტომბერს შვეიცარიის ქალაქ უდევალაში გაიმართება.

სს „თელასი“-ს გუნდი საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2018-2019 სეზონის ჩემპიონია.

„თელასი“-ს ფეხბურთელები ჩემპიონატის გამარჯვებულები უკვე მესამედ გახდნენ და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ.

საქართველოს ჩემპიონის ტიტული „თელასი“-ს გუნდმა ფუტსალის ლიგის 2015-2016 და 2016-2017 წლების საზონებშიც მოიპოვა.


ბეჭდვა