ვერა ქობალია უკრაინის დელეგაციას შეხვდება
ვერა ქობალია უკრაინის დელეგაციას შეხვდება
10:23 02.03.2012
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თბილისში ვიზიტად მყოფ უკრაინის დელეგაციას შეხვდება.
დელეგაციის შემადგენლობაში ოდესის მერი ალექსეი კოსტუსევი, ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიან.
ამასთანავე, საქართველოს ეროვნული საინვესტიცო სააგენტოს ორგანიზებით ბიზნესშეხვედრები ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენებს შორისაც გაიმართება.
უკრაინის დელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები სამშენებლო, ტელეკომუნიკაციის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და მსუბუქი მრეწველობის სექტორების წარმომადგენლები არიან.
როგორც "ნიუსპრესს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, უკრაინელი ბიზნესმენები საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოსაძიებლად და საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად ჩამოვიდნენ.
შეხვედრები დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება.

ბეჭდვა