თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ საღამოდან წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ
ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, დავით აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთაზე წყალსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, წყალმომარაგება ხვალ საღამოს 22:00 საათიდან 22 აგვისტოს 09:00 საათამდე წერეთლის გამზირს მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
ამავე პერიოდში შეზღუდვა დავით აღმაშენებლის გამზირს მიმდებარე ქუჩებით, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ხეთაგუროვის, ჩუბინაშვილის, თევდორე მღვდლის, ჩანტლაძის, რობაქიძის #7-სა და მათ მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყლის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.
