ჩუღურეთის რაიონს დღეს შუქი გაეთიშა
ჩუღურეთის რაიონს დღეს შუქი გაეთიშა
10:17 02.03.2012
ჩუღურეთის რაიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა.
როგორც "ნიუსპრესს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს 10:00-დან 16:00 საათამდე აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, თვალჭრელიძის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და მის მიმდებარე ქუჩებს შუქი გაეთიშა.

გათიშულ აბონენტების ელექტრომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება.


ბეჭდვა