1-ელ სექტემბერს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
1-ელ სექტემბერს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
12:45 27.08.2019
მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს, მიუზიკლის - „ჩხიკვთა ქორწილი“ დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
გასვლა- თბილისი 12:40; ჩასვლა-Black Sea Arena 17:25; ჩასვლა-ბათუმი 18:23; გამოსვლა-ბათუმი 23:50; გამოსვლა-Black Sea Arena 0:38; ჩამოსვლა- თბილისი 5:15.

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 1 სექტემბერს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 2 სექტემბერს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

ბეჭდვა