ირაკლი მანაგაძე: ირაკლი იმნაიშვილი ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია
ირაკლი მანაგაძე: ირაკლი იმნაიშვილი ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია
12:30 27.08.2019
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ირაკლი მანაგაძე სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის დანიშვნას სოციალური ქსელით ეხმიანება.

"ირაკლი იმნაიშვილი არის ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი. ალბათ პროდასავლურობას დაუწუნებენ, თან სად მიუწვდება BBC-ის სტანდარტები ამათ "რუსთავი 2"-სეულ ევროსტანდარტებს"-წერს ირაკლი მანაგაძე.

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ირაკლი იმნაიშვილი ჟურნალისტებს და საზოგადოებას გუშინ წარუდგინა.

ბეჭდვა