მულახის თემის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს
მულახის თემის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს
12:37 25.08.2019
სვანეთში, მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, არ არსებობს საავყომობილო გზა, ავარიულია ელექტროგადამცემი ხაზები.

მოსახლეობას რეგიონის პირველი პირები, გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეები, მესტიის მერი შეხვდნენ.

მოლაპარაკებების შედეგად გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია და საკრებულოს სხდომაზე მულახის თემის პრობლემები განიხილება.

ამ დროისთვის გზა გახსნილია და გადაადგილებაც თავისუფალია.
ბეჭდვა