ყვარელში ხანძარს 2 ვერტმფრენი და 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს
ყვარელში ხანძარს 2 ვერტმფრენი და 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი აქრობს
17:03 24.08.2019
ყვარელში, სოფელ ახალსოფელთან გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ.
პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და 250-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი თუ სატყეო სამსახურის წარმომადგენელი.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგან 10 ჰექტარი მიწა დაიწვა.

რთული რელიეფის გამო, ვერ ხერხდება ადგილზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზება.

ფოთლოვან ტყეს გუშინ დღის მეორე ნახევარში გაუჩნდა ცეცხლი.
ბეჭდვა