ევროკავშირის მხარდაჭერით ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 გაიხსნა
ევროკავშირის მხარდაჭერით ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 გაიხსნა
16:22 21.08.2019
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ გაიხსნა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

14 დღის განმავლობაში ბანაკში ახალგაზრდები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან, გაეცნობიან ახალგაზრდული ინიციატივების საუკეთესო მაგალითებს სხვადასხვა სფეროში, ასევე ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ქვეყანა წარმოაჩინონ და ახალი მეგობრები შეიძინონ. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც განხორციელებული იქნება მათ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით.

პროექტის - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 – 2020” საქართველოში, მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა. პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ თანამეზობლობის რეგიონში, ევროკომისიის 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთს.

ბეჭდვა