ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა გადაიყვანეს - მათგან ერთი გარდაიცვალა
ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა გადაიყვანეს - მათგან ერთი გარდაიცვალა
11:19 21.08.2019
გუშინ, ბათუმში, ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა გადაიყვანეს, მათგან ერთი - 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ექიმების თქმით, გარდაცვალების სავარაუდოდ მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობაა.

უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა 2 გოგოც, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოდან გაწერილები არიან.

ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, მუშაობს ექსპერტიზა.
ბეჭდვა