მიმდინარე წლის 23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა
„აიდა“ და „გალა“-ზედასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითიმატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.
მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
23-25/ 08/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena- თბილისი #884/883
გასვლა- თბილისი 12:40; ჩასვლა-Black Sea Arena 17:25; ჩასვლა-ბათუმი 18:23; გამოსვლა-ბათუმი 23:50; გამოსვლა-Black Sea Arena 0:38; ჩამოსვლა- თბილისი 5:15.
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ისმობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
