დიანა ჯოჯუამ „რუსთავი 2“ დატოვა
დიანა ჯოჯუამ „რუსთავი 2“ დატოვა
21:13 20.08.2019
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ცენტრალური საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა, დიანა ჯოჯუამ არხი დატოვა.

ამის შესახებ მან 9-საათიანი კურიერის დასაწყისში განაცხადა.

ჯოჯუას თქმით, ის მაყურებელს სხვა სივრცეში შეხვდება.

„ომი გრძელდება და ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ“-განაცხადა ჯოჯუამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, პროდიუსიერი გიორგი ლაფერაშვილი და ჟურნალისტები - ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია სამსახურიდან გაათავისუფლა.

ბეჭდვა