სამტრედიის ქუჩაზე ტროტუარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამტრედიის ქუჩაზე ტროტუარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18:05 20.08.2019
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამტრედიის ქუჩაზე ამორტიზებული ტროტუარის განახლება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ დაზიანებული ასფალტის ფენა და ბორდიური მოხსნა და ასფალტის ახალ საფარს აგებს, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს დიღმის მასივში, მე-2 კვარტლის მე-2 და მე-3 კვარტლის მე-9 კორპუსებთან, სადაც 1640 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. აღნიშნული სამუშაოები ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტისა და დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მეთვალყურეობით მიმდინარეობს, ხოლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები „ბი ემ სი“ და „დრო“ ახორციელებენ.
ბეჭდვა