დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
20:20 19.08.2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, ხერთვისის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დიდგორის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე ორხევის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ჯავახეთის, სუხიშვილის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ასევე, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 15 საათიდან 17 საათამდე კი ალექსანდრე ჭავჭავძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.

ბეჭდვა