დღეს, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი
ტექნიკური მიზეზით შეფერხდა. მგზავრები ზუგდიდში 1 სთ 35 წთ დაგვიანებით ჩავიდნენ - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა იუწყება.
"„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში, “საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, გადახდილი თანხის 25% აუნაზღაურდება" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
