ოზურგეტში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ ეზოში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი მიატოვა.
როგორც ოზურგეთის სამშობიაროს ექიმმა განაცხადა, ქალი სისხლდენით სასწრაფო ბრიგადამ შემოიყვანა. ექიმები მიხვდნენ, რომ ქალი მელოგინე იყო და ბავშვის მოსაძებნან პოლიცია გამოიძახეს.
ქალი მომხდარს მალავდა.
როგორც დავით მდინარაძემ, "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა, ბავშვის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
