„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის 89 ქუჩის წყალსადენის რეაბილიტაცია განახორციელა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის 89 ქუჩის წყალსადენის რეაბილიტაცია განახორციელა
12:48 20.08.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ თბილისის 89 ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაასრულა.

როგორც „ნიუსპრესს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, 89-ვე ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების 40 800 მეტრი, დამონტაჟდა 328 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო წყალსადენისა და საკანალიზაციო ახალი საკვანძო ჭები.

კომპანია ასევე, წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთდროულად 20-მდე ქუჩაზე ახორციელებს.

კერძოდ, სამუშაოები ჭყონდიდელის, პეტრე ბაგრატიონის, კეკელიძის, ნავთლუღის მე-9, ნავთლუღის მე-10, ნავთლუღის მე-11, ჭოველიძის, არალეთის, ერისთავის, ფალიაშვილის, ტყვიავის, ცაბაძის, ბორჯომისა და მიქელაძის ქუჩებზე, აღმაშენებლის გამზირის რამდენიმე მონაკვეთზე, გლდანის V და VII მ/რაიონებში, გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე და სოფელ გლდანში მიმდინარეობს.

ქსელების სარებილიტაციო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მასშტაბური პროექტის ფარგლებში - „თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია“ ახორციელებს.

მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის 150-მდე ქუჩას მოიცავს, სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე კი, დაახლოებით, 90 კილომეტრს შეადგენს.

კომპანიამ წლევანდელი სამუშაოების განხორციელება აპრილიდან დაიწყო და მათ დასრულებას ოქტომბრის ბოლოსთვის გეგმავს.


ბეჭდვა